პოლ სქოულზი: " ზირკზე და ჰოილუნი 20 გოლს ვერ გაიტანენ"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ ცუდ სიტუაციაშია და თამაში ვერც ამ სეზონში გამოასწორა. ტენ ჰაგის გუნდი ჩემპიონატში მე-14 პოზიციაზეა, გუნდს ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში მოგება არ აქვს, ხელმძღვანელობა კი ამ დრომდე ნდობას უცხადებს კლუბის ნიდერლანდელ თავკაცს. მანჩესტერის ლეგენდარულმა მოთამაშემ, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.
რასმუს ჰოილუნი კარგად თამაშობს, მაგრამ გაიტანს ის 20 გოლს? ვერა. ჯოშუა ზირკზე 9 ნომრის პოზიციაზე თამაშობს თუ 10-ის? ვერც ის გაიტანს სეზონში 20 გოლს.
მანჩესტერი უფრო მეტად იმედზე და გამართლებაზეა ორიენტირებული, ვიდრე რეალურად დადასტურებულ ხარისხზე. დახარჯეს ამდენი ფული და ზოგიერთი მოთამაშე განაცხადში აღმოჩენასაც ვერ ახერხებს.
მანუელ უგარტეს, რომელსაც ნახევარდაცვის პრობლემა უნდა მოეგვარებინა "ასტონ ვილასთან" არ უთამაშია, არ იყო დე ლიხტიც და მის ნაცვლად 36 წლის ჯონი ევანსმა ითამაშა. გუნდის პოლიტიკაში დიდი არეულობა ხდება და ეს მეტი არაფერია. - განაცხადა პოლ სქოულზმა
პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ასტონ ვილასთან ითამაშა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. გუნდის ტოტენჰემთან განადგურების შემდეგ ელოდნენ, რომ მწვრთნელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, მას შემდეგ ეშმაკებმა ერთი შეხვედრა ევროპის ლიგაზე "პორტუსთან" ჩაატარეს და ერთი პრემიერლიგაში ასტონ ვილასთან, ორივე მატჩი ფრედ დასრულდა, თუმცა ტენ ჰაგი ადგილზე რჩება.