Belive

მარტინესი ტრაორეზე: "მე ის სპორტდარბაზში გავგზავნე"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონი "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერისა" და "ფულემის" შეხვედრით გაიხსნა. მასპინძლებმა გამარჯვება მატჩის მიწურულს, დებიუტანტი ჯოშუა ზირკზე მიერ გატანილი გოლით მოიპოვეს.

შეხვედრის მანძილზე ლისანდრო მარტინესსა და ადამა ტრაორეს არაერთხელ მოუწიათ ორთაბრძოლა, მატჩის შემდეგ კი არგენტინელმა მცველმა ამასთან დაკავშირებით ისაუბრა:

მე ის სპორტდარბაზში გავგზავნე, პირველ ეპიზოდში მან მომკლა, მე აქედან ვისწავლე და შემდეგ უკვე მე მოვკალი იგი. - განაცხადა მარტინესმა

ტრაორეს ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე მსგავს რამეს ხშირად ვერ გაიგებთ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ტანმორჩილმა არგენტინელმა ის რამდენიმე ეპიზოდში დაჩაგრა

მომდევნო პრემიერ ლიგურ მატჩს "იუნაიტედი" 24 აგვისტოს, სტუმრად "ბრაიტონის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები