Belive

რომელი გრანდის ვარსკვლავებს აქვთ ყველაზე მეტი ოქროს ბურთი მოგებული?

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

29 ნოემბერს, თბილისის დროით 21:50 საათზე, ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. რობერტ ლევანდოვსკი და ლეო მესი ფავორიტთა შორის არიან და უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ.

თანამედროვე ფეხბურთის გულშემატკივრები ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ არაერთი გამორჩეული მომენტის მომსწრე გახადეს – პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამართული დებატები ხშირად უშედეგოდ სრულდება. გულშემატკივართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლეო მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია – არგენტინელი სუპერვარსკვლავის მიერ მოპოვებული 6 ოქროს ბურთი მათ პოზიციებს ნამდვილად ამყარებს, თუმცა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მონაგარი არანაკლებ შთამბეჭდავია და ის 5 ოქროს ბურთს ითვლის.

ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ ჯამში 11 ოქროს ბურთი მოიგეს, თუმცა წლევანდელ გათამაშებაში პორტუგალიელი ფავორიტთა შორის ვერ მოხვდა – ლეო მესის კი, რობერტ ლევანდოვსკისთან შედარებით, ნაკლები შანსი აქვს.

რომელი გრანდის ვარსკვლავებს აქვთ ყველაზე მეტი ოქროს ბურთი მოგებული?

ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მიერ მოპოვებული ოქროს ბურთების რაოდენობის წყალობით, “ბარსელონა” (12) და მადრიდის “რეალი” (11) ლიდერობენ. ჯამში, ესპანური ფეხბურთის ფლაგმანებმა 23 ოქროს ბურთი დააგროვეს – 11 მესისა და რონალდუს ანგარიშზეა, დანარჩენი კი ორი კლუბის 11-მა სხვა ვარსკვლავმა გაინაწილა.  “იუვენტუსი” (8) და “მილანი” (8) ესპანურ გრანდებს დიდ კონკურენციას უწევენ.

ყველაზე მეტი ოქროს ბურთის მფლობელი გრანდების სიაში, ტურინის “იუვენტუსი” მესამე ადგილს იკავებს. 1983-85 წლებში, მიშელ პლატინის ტრებლს წინ უძღოდა ლეგენდარული პაოლო როსის ტრიუმფი, რომელმაც 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. წლების შემდეგ, ტოტო სკილაჩი იგივე შედეგის განმეორებასთან ახლოს იყო, მან ოქროს ბუცი მოიგო, თუმცა ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში ლოთარ მათეუსთან დამარცხდა. მათეუსის გერმანია 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა. იმ დროისათვის სახელოვანი გერმანელი ფეხბურთელი “ინტერის” ღირსებას იცავდა. სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის რიგებში, სხვადასხვა დროს ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა იასპარეზა. Almost any answer to this clickmiamibeach.com question is going to be highly philosophical.

“ინტერის” თანაქალაქური ვიზავი “მილანი” “იუვენტუსის” შედეგს იმეორებს. 198701992 წლებში, არიგო საკის მეთაურობით, მილანში “მფრინავი ჰოლანდიელი” ასპარეზობდა. მარკო ვან ბასტენი ოქოს ბურთს სამჯერ (1988,1989,1992) დაეუფლა. 1987 წელს, ოქროს ბურთს “მილანის” კიდევ ერთი ნიდერლანდელი ვარსკვლავი – რუუდ გულიტი დაეუფლა. ბრაზილიელი კაკა უკანასკნელი “როსონერია” რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.

არსებობენ ევროპული ფეხბურთის გრანდები, რომლებისგანაც უფრო მეტს ველოდით. “ლივერპული” ამის ნათელი მაგალითია – მერსისაიდელთა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო ოქროს ბურთის მოგება. 2001 წელს, მაიკლ ოუენმა გაიბრწყინა. “ჰამბურგის” ფეხბურთელების ანგარიშზე ორი ოქროს ბურთია – ორივე მათგანი ინგლისელ კევინ კიგანს (1978,1979) ეკუთვნის.

ყველაზე უცნაური კლუბი, რომელიც ჩამონათვალში აღმოჩნდა “ბლექპულია”. 1956 წელს, ოქროს ბურთის დაჯილდოვების პირველ წელს, სერ სტენლი მეთიუსმა გაიბრწყინა. ღირსეული პატივი ერგო პრაღის “დუკლას”, რომლის რიგებშიც ლეგენდარული იოჟეფ მასოპუტსი ირიცხებოდა. 1962 წელს, მასოპუტსმა ჩეხოსლოვაკიის ტრიუმფში ლომის წვლილი დაიდო.

ქვეყნების მიერ მოგებული ოქროს ბურთების რაოდენობის მიხედვით, გერმანია, ნიდერლანდები და პორტუგალია ლიდერობენ – სამივე ქვეყნის წარმომადგენელმა 7 ოქროს ბურთი მოიგო. ლეო მესის 6 ოქროს ბურთის წყალობით, ლიდერებთან კონკურენციაში არგენტინა იმყოფება.

1995 წლამდე, არაევროპელ ფეხბურთელებს ოქროს ბურთის დაჯილდოვებაში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ. სახელოვანი ჟორჟ ვეა გახდა პირველი და ამ დროისათვის ერთადერთი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა. გასაგები მიზეზების გამო, პელე, გარინჩა და დიეგო მარადონა ოქროს ბურთის არაერთგზის გამარჯვებულები გახდებოდნენ.

სხვა სტატიები