პლატინი რონალდუზე: ,,როცა 200 მილიონს გთავაზობენ, უარის თქმა თითქმის ამორალურია''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მიშელ პლატინიმ, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც სათამაშოდ საუდის არაბეთში გადავიდა, კრიტიკისგან დაიცვა:
,,რონალდუს ვერ გავკიცხავ... ბოლოს და ბოლოს, როცა 200 მილიონს გთავაზობენ, მასზე უარის თქმა თითქის ამორალური ხდება. მაშინაც კი, როცა ძალიან მდიდარი ხარ...'' - განაცხადა პლატინიმ.
კრიშტიანუ რონალდუმ ,,ალ ნასრთან'' კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. მისი ანაზღაურება წელიწადში 200 მილიონი ევროა, რაც ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული თანხაა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელმა ხელშეკრულების გაფორმებისთვის ბონუსად 100 მილიონი ევრო მიიღო.
მიმდინარე სეზონში კრიშტიანუს ანგარიშზე ,,ალ ნასრის'' მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.