მესი: "არასდროს მითქვამს და არც მიფიქრია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ..."
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ისტორიაში, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა - ლეო მესიმ, ამერიკულ ტელევიზიასთან ინტევრიუ ჩაწერა, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.
მას ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თვლის თუ არა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად თავს, რაზეც არგენტინელმა ვარსკვლავმა საინტერესო პასუხი გასცა.
"მე ვარ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო?! არასდროს მითქვამს და არც არასდროს მიფიქრია ამ ფაქტის შესახებ. არ მინდა, რომ მაგ იდეას შევეგუო, რადგან სხვანაირად საკუთარი თავის კიდევ უფრო განვითარებას ხელს შევუშლი.
კარიერის დასაწყისში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ვყოფილიყავი და ეს ნამდვილად მოვახერხე, თუმცა თავს საუკეთესოდ არ ვთვლი.
აქვე შემიძლია დადასტურებულად აღვნიშნო, რომ კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი სანაკრებო კარიერა მორიგი დიდი ტიტულით დასრულდება..." - ლეო მესი
🗣 Leo Messi: "Am I the best in history? I've never said it, thought it, or even tried to get used to this idea. For me, just being able to be considered or cited as one of the best players in the world is more than enough." 👏 pic.twitter.com/ZwkHCMcI1t
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) May 31, 2024
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა სტარტს 20 ივნისს აიღებს და 14 ივლისს დასრულდება. არგენტინის ნაკრები A ჯგუფში: ჩილეს, პერუსა და კანადის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.