Belive

რომელ მწვრთნელებს მისცა ხმა მესიმ The Best-ის გამოკითხვაში?

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Best FIFA-ს დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო სპეციალისტად ,,მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა დასახელდა.

გამოკითხვაში მონაწილეობას ეროვნული ნაკრებების კაპიტნები, მთავარი მწვრთნელები, სპორტის ჟურნალისტები და გულშემატკივრები იღებდნენ.

ფიფას ვებგვერდის ცნობით, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, პირველი ადგილი სწორედ პეპ გვარდიოლას მიანიჭა. ლეომ მეორე ადგილზე ხავი გაიყვანა, მესამეზე კი - ლუჩიანო სპალეტი.

საბოლოოდ, გამოკითხვის შედეგად, ხმები ასე გადანაწილდა:

  1. პეპ გვარდიოლა - 28 ქულა

  2. ლუჩიანო სპალეტი - 18 ქულა

  3. სიმონე ინძაგი - 11 ქულა

  4. ხავი - 11 ქულა

  5. ანგე პოსტეკოღლუ - 4 ქულა

სხვა სტატიები