პეპ გვარდიოლამ პირობა დადო, რომ ბარსელონას სპორტულ დირექტორად აიტანა ბონმატის დანიშნავს
ოქროს ბურთის მფლობელმა და "ბარსელონას" ქალთა გუნდის ნახევარმცველმა, აიტანა ბოტმანიმ, რომელმაც ესპანეთის ქალთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო, მომავალში ბარსას სპორტული დირექტორობის სურვილი გამოთქვა.
ფეხბურთელი Aitana Bonmatí Conca-ს პროექტის ფარგლებში პეპ გვარდიოლას ესაუბრა. დიალოგი ნაჩვენებია დოკუმენტურ ფილმში, რომელიც აიტანას საფეხბურთო კარიერას ეძღვნება. საუბრისას ბონმატი აღნიშნავს, რომ ფეხბურთში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ბევრი ქალი არ არის დასაქმებული და ეს პრობლემაა.
უხელფასოდ ჩამოვიდოდი და ვიქნებოდი ბარსელონას პრეზიდენტი, დამიჯერეთ, ფულის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. მინდა გაგაფრთხილო, მე ვიქნები პრეზიდენტი და სწორედ მე მოვაწერ ხელს შენ სპორტულ დირექტორად დანიშვნის დოკუმენტს.
არ იდარდო, მწვრთნელობას 80 წლის ასაკამდე არ ვაპირებ. - უთხრა გვარდიოლამ ბოტმანის
2023 წელს, 25 წლის ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ის ორივე ტურნირზე საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ბარსას ქალთა გუნდის ნახევარმცველი არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დასახელდა, გავიდა სპორტის ფარგლებს გარეთ და გახდა მსოფლიო სიმბოლო.
🗨️"Per què hem de justificar que parlem en públic amb la nostra llengua?"#Aitana3Cat va rebre moltes crítiques després d'adreçar-se en català durant el discurs d'agraïment per la Pilota d'Or
— 3Cat (@som3cat) April 23, 2024
🔗https://t.co/KGGPEXafXv pic.twitter.com/AU5TpeagVL