Belive

მესიმ ესპანური საფეხბურთო კლუბი იყიდა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

რვაგზის ოქროს ბურთის მფლობელმა, ლეო მესიმ, ესპანეთში საფეხბურთო კლუბი შეიძინა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

საქმე ბარსელონას გარეუბანში დაფუძნებულ კლუბ, კორნელას ეხება. ეს კლუბი ზედიზედ ორი სეზონია ვარდება იმ ჩემპიონატიდან, სადაც თამაშობს და ამჟამად, ესპანეთის მეხუთე დივიზიონშია.

ეს ნაბიჯი აძლიერებს მესის მჭიდრო კავშირებს ბარსელონასთან და მის ერთგულებას კატალონიაში სპორტისა და ადგილობრივი ნიჭის განვითარებასთან.

ლეო მესის მოსვლა კლუბის ისტორიაში ახალი თავის დასაწყისს აღნიშნავს, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სპორტული, ასევე ინსტიტუციური ზრდის ხელშეწყობას, მისი საფუძვლების განმტკიცებას და ნიჭიერებაში ინვესტირების გაგრძელებას. - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში

მესი ბარსელონას აკადემიაში იზრდებოდა, სანამ კატალონიური გიგანტის პირველ გუნდში 17 სეზონს გაატარებდა და 672 გოლით მათი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა. 38 წლის ფეხბურთელმა ადრე განაცხადა, რომ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კატალონიაში დაბრუნდება საცხოვრებლად.

ის მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს - არგენტინა ტიტულის დაცვას აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ალჟირის წინააღმდეგ,16 ივნისს დაიწყებს.