Belive

რომელ კლუბში უთამაშია ყველაზე მეტ მსოფლიო ჩემპიონს?

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა. 48 ნაკრებს შორის გამართული 104 მატჩისა და გატანილი 300-ზე მეტი გოლის შემდეგ, ნანატრი თასი თავს ზემოთ ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა აღმართა.

ახლა ყურადღება კვლავ კლუბურ ფეხბურთსა და მოსალოდნელ ცხელ, მშფოთვარე სატრანსფერო ფანჯარაზე გადაერთვება. სწორედ ამის ფონზე გაჩნდა კითხვა, რომელ კლუბებს ჰყავდათ ყველაზე წარმატებული წარმომადგენლები მუნდიალის მდიდარ ისტორიაში?

ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა დაითვალა ის კლუბები, რომელთა ფეხბურთელებმაც, 1930 წლიდან მოყოლებული დღემდე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

მე-20 ადგილი - კორინთიანსი (7 ჩემპიონი)
მე-19 ადგილი - პსჟ (8 ჩემპიონი)
მე-18 ადგილი - კიოლნი (8 ჩემპიონი)
მე-17 ადგილი - ინდეპენდიენტე (8 ჩემპიონი)
მე-16 ადგილი - რივერ პლეიტი (9 ჩემპიონი)
მე-15 ადგილი - პალმეირასი (9 ჩემპიონი)
მე-14 ადგილი - არსენალი (10 ჩემპიონი)
მე-13 ადგილი - ატლეტიკო მადრიდი (10 ჩემპიონი)
მე-12 ადგილი - მილანი (10 ჩემპიონი)
მე-11 ადგილი - ბოტაფოგო (11 ჩემპიონი)
მე-10 ადგილი - სან პაულუ (12 ჩემპიონი)
მე-9 ადგილი - ნასიონალი (12 ჩემპიონი)
მე-8 ადგილი - რეალ მადრიდი (13 ჩემპიონი)
მე-7 ადგილი - სანტოსი (15 ჩემპიონი)
მე-6 ადგილი - პენიაროლი (15 ჩემპიონი)
მე-5 ადგილი - რომა (18 ჩემპიონი)
მე-4 ადგილი - ბარსელონა (20 ჩემპიონი)
მე-3 ადგილი - ინტერი (22 ჩემპიონი)
მე-2 ადგილი - ბაიერნი (23 ჩემპიონი)
1-ლი ადგილი - იუვენტუსი (28 ჩემპიონი)

სხვა სტატიები