Belive

ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსი წყლის შესვენებები არ იქნება

1 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფა არ აპირებს, ფიფას მსგავსად წყლის შესვენებები სავალდებულო გახადოს. 3-წუთიანი პაუზების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ამერიკულმა ტელეკომპანიებმა რეკლამების გასაშვებად აქტიურად გამოიყენეს, სულ უფრო და უფრო მეტი გულშემატკივარი აკრიტიკებს.

ფიფა ამტკიცებს, რომ ე.წ „ჰიდრატაციის შესვენებები“ ყველა მატჩზე მკაცრად უნდა იყოს დაცული თანმიმდევრობისა და სპორტული სამართლიანობისთვის. თუმცა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს პაუზები მაუწყებლებისთვის ფულის შოვნის კარგ წყაროდ იქცა და ამტკიცებენ, რომ ზოგიერთ შეხვედრაში ისინი სრულიად ზედმეტია.

ანალოგიური შესვენებები შარშანდელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც დაიტესტა, რათა ფეხბურთელებს ზაფხულის სიცხესა და მაღალ ტენიანობასთან გამკლავება გაადვილებოდათ. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე ზაფხულს ეს პაუზები თამაშის დინამიკას კლავს და მატჩს, ფაქტობრივად, ოთხ მეოთხედად ყოფს.

უეფას პოლიტიკის მიხედვით, ყველა ტურნირზე წყლის შესვენებების საჭიროება ინდივიდუალურად ფასდება. იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, მატჩის დელეგატი ტემპერატურას ზომავს - გაზომვა ხდება მოედნის შიგნით, კიდიდან მინიმუმ ერთი მეტრის დაშორებით, ადამიანის თავის სიმაღლეზე. გაგრილების შესვენებები სავალდებულო მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ტემპერატურა 35°C-ს გადააჭარბებს.

„უეფა არ გეგმავს ამ წესების შეცვლას მომავალი ტურნირებისთვის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგისა და 2028 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის,'' - განაცხადა უეფას წარმომადგენელმა Telegraph-თან ინტერვიუში.