Belive

"არ მჯერა, მართლა არ მჯერა" - ლიეტუვის ქომაგები მატჩს გამოეხმაურნენ

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალურ დასკვნით მატჩში დინამო თბილისი ლიეტუვურ ჟალგირისთან სტუმრად 7:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. აქვე აღვნიშნავ, რომ თბილისურმა გუნდმა მანამდე საკუთარ არენაზე მეტოქე 3:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, ქართული გუნდიდან გოლი ლეო სანტოსმა გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში როდესაც ანგარიში 3:1 იყო გოლი მათე ვაწაძემ 72-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ამის შემდეგ კი ჟალგირისმა საოცრება დაატრიალა და 16 წუთში დინამოსთვის 4 უპასუხო გოლის გატანა შეძლო.

ამ ამბის შემდეგ ჟალგირისის ქომაგები რა თქმა უნდა აღფრთოვანებულები არიან და გთავაზობთ მათ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელიდან:

  • ფარულად 3:0-ზე ვოცნებობდი, მაგრამ 7:2 გამოვიდა. ფანტასტიურია რაც მოხდა!

  • ეს რა ჯანდაბა ვნახე....

  • არ მჯერა, მართლა არ მჯერა

  • არარეალურია! ეს უბრალოდ არარეალურია! მეტ სიტყვებს ვერ ვპოულობ

  • ფანტასტიკური მატჩი, ფეხბურთი დაბრუნდა

  • შთამბეჭდავი ქამბექი ვიხილეთ

  • ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს

  • წარმოუდგენელია.... ვფიქრობ, ასეთი მოვლენა ლიეტუვის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია

  • მშვენიერია! წარმოუდგენელია! 3-ზე ვოცნებობდით და აი, 7 გამოვიდა

სხვა სტატიები