Belive

 რომადან ლაციოში - პედრო პრინციპული მეტოქის ბანაკს შეუერთდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანელი შემტევი ნახევარმცველი, პედრო როდრიგესი კარიერას "რომადან" თანაქალაქურ "ლაციოში" გააგრძელებს. ესპანელმა ვინგერმა "ჯალოროსი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "არწივებთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 34 წლის ფეხბურთელის მიერ "მგლების" დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიო იყო, რომელთანაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს დალაგებული ურთიერთობა არც ლონდონის "ჩელსიში" ჰქონია, პორტუგალიელის გუნდში მისვლის შემდეგ კი მხარეებმა ერთად თანამშრომლობის გაგრძელება არ განიზრახეს. ამ ტრანსფერის შემდეგ, რომელსაც ისტორიულიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ ორი მოსისხლე მტრის ბანაკიდან ერთ-ერთში არცერთი ფეხბურთელი გადასულა, პედრო კიდევ ერთ ყოფილ მწრვთნელთან მაურიციო სარისთან იმუშავებს - იტალიელი ტაქტიკოსი და გამოცდილი ფეხბურთელი საერთო მიზნებისთვის "არისტოკრატების" რიგებში იბრძოდნენ. "რომას" მაისურით, სადაც პედრო ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით 2020 წლის სექტემბერში გადავიდა, "ბარსელონას" აღზრდილმა ფეხბურთელმა 40 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები