ნასერ ალ-ხელაიფს კიდევ ერთი ევროპული კლუბის შეძენა სურს
"პარი სენ-ჟერმენის" მფლობელებს კიდევ ერთი ევროპული კლუბის შეძენა სურთ და მზერა პრემიერ ლიგისკენ იჭურავთ.
CBS-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, რომ Qatar Sports Investments სხვა გუნდის მიმართ ინტერესს აძლიერებს. მათ უკვე დაამყარეს კონტაქტი პრემიერ ლიგის სხვადასხვა კლუბებთან, მათ შორის, "ტოტენჰემთან". გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ნასერ ალ-ხელაიფმა, გასულ კვირას ლონდონში, "დეზების" წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა.
🚨 Exclusive: Qatar Sports Investments are ramping up efforts to find another team to minority-invest in this year. They're actively talking to EPL clubs, including Tottenham. Nasser Al-Khelaifi met with Spurs chairman Daniel Levy earlier this week to hold an exploratory meeting. pic.twitter.com/GWDhpd9eH8
— Ben Jacobs (@JacobsBen) January 8, 2023
QSI-მ "პსჟ" 2011 წელს შეიძინა და გუნდის ფინანსები რადიკალურად შეიცვალა. პარიზული კლუბი ფრანგული ფეხბურთის გიგანტი გახდა. მათ ბოლო ათი სეზონიდან 8-ჯერ შეძლეს ლიგა 1-ის მოგება.
ამ ყველაფრის შემდეგ, კატარელებმა შეიძინეს პორტუგალიური "ბრაგას" აქციების 26 პროცენტი. გარდა ამისა, ისინი "რომასთან" და "ესპანიოლთან" დააკავშირეს.