Belive

რომადან გათავისუფლების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ კონფერენს ლიგის საჩუქარი გასახდელში დატოვა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წელს მოგებული კონფერენს ლიგის ტიტულის აღსანიშნავად "რომას" ფეხბურთელებმა ჟოზე მოურინიოს საჩემპიონო ბეჭედი აჩუქეს, Il Messaggero-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელმა მწვრთნელმა გუნდისგან მიღებული საჩუქარი გასახდელში დატოვა, რადგან გუნდიდან გაშვების შემდეგ, ის თავს იმედგაცრუებულად გრძნობდა, რომ თითქოს გუნდმა და ფეხბურთელებმა მას უღალატეს, მისი გათავისუფლების შემდეგ დანიელე დე როსი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ძალიან სწრაფად დანიშნეს, ეს ფაქტი კი პორტუგალიელ სპეციალისტს არ მოეწონა.

პორტუგალიელი სპეციალისტი "ჯალოროსიში" 2021 წლის მაისიდან მუშაობდა. რომაულ კლუბში გატარებულ პერიოდში ჟოზემ კონფერენს ლიგის მოგება შეძლო. გარდა ამისა, მოურინიომ გუნდი ევროპა ლიგის ფინალშიც ათამაშა, სადაც "სევილიასთან" დამარცხდა.

მისი თანამდებობიდან გათავისუფლება შვიდ მატჩში ოთხმა მარცხმა გამოიწვია. ბოლოს კი იტალიის თასს გამოეთიშა, სადაც ლაციოსთან დამარცხდა.

სხვა სტატიები