Belive

ჟოზე: ,,ახლა პრემიერლიგაში ისეთი მწვრთნელები მიდიან, რომელთა სახელიც კი არ ვიცი''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფენერბაჰჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ფეხბურთში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ შემთხვევაში ყურადღება მწვრთნელების შერჩევის მეთოდზე გაამახვილა:

,,2004 წელს პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ამპლუაში მივედი. იმ წელს ინგლისში მხოლოდ 2 უცხოელი მწვრთნელი დაინიშნა - მე და უეფას თასის მფლობელი ბენიტესი, რომელმაც ჩემპიონობა ვალენსიასთან ერთად მოიპოვა და ლივერპულში გადავიდა.

ახლა პრემიერლიგაში ისეთი მწვრთნელები ინიშნებიან, რომელთა სახელიც კი არ ვიცი... ამით შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. ზოგიერთ მწვრთნელს რიცხვებისა და თარიღების მიხედვით ირჩევენ და არა შედეგების. დღეს ასეთი აღქმა გაჩნდა, რომ გარკვეული სტილით თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება... ამ მხრივ ყველაფერი შეიცვალა.'' - ჟოზე მოურინიო

ჟოზე მოურინიო ფენერბაჰჩეში გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით თურქულმა გუნდმა 56 შეხვედრა ჩაატარა 35 მოიგო, 9-ში დამარცხდა, 12 კი ფრედ დაასრულა.

სხვა სტატიები