როი კინი: "რაშფორდი ბავშვია, მანჩესტერი ახალი ტოტენჰემია"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ლონდონში "ტოტენჰემთან" დამარცხდა.
მანჩესტერელთა ირლანდიელმა ლეგენდამ, როი კინმა, Sky Sports-თან საუბარში გაღიზიანება არ დამალა და ტენ ჰაგის შეგირდები გააკრიტიკა
ვფიქრობ "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი "ტოტენჰემია", უიმედობა, სრული უიმედობა.
ძალიან ცუდია, როდესაც გუნდს სტუმრად თამაში არ შეუძლია და ფეხბურთელები ამისთვის მზად არ არიან. შინ კლუბი კარგად თამაშობს, ფანები მხარს უჭერენ და ფეხბურთელებიც ინდომებენ, მაგრამ სტუმრად... ძალიან სუსტი მატჩი იყო, გოლები გავაჩუქეთ, ლიდერები საერთოდ ვერ დავინახე.
მეტოქეს კომპლიმენტები, მაგრამ ამ "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში მარტივი იყო, მხოლოდ 30 წუთი იყო კარგი, თამაში კი 90 წუთი გრძელდება.
მარსიალის შემოსვლა? იგივე წარმატებით ფრენკ სტეპლტონი და ნორმან უაითსაიდიც შემოვიდოდნენ, მარსიალი თამაშს ვერ შეცვლის.
რაშფორდი ცენტრიდან თამაშობდა და იქ ბავშვივით იყო ჩაკარგული, თავს კომფორტულად არ გრძნობდა, მაგრამ როცა გავალებენ, კლუბისთვის ყველაფერი უნდა გაიღო.
საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ "მანჩესტერის" წინააღმდეგ თამაში, სამწუხაროდ, მარტივია. - განაცხადა როი კინმა
"ოლდ ტრაფორდის" ბინადრები, პრემიერ ლიგის მესამე ტურის მატჩს 26 აგვისტოს, შინ, "ნოტინგემ ფორესტის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.