Belive

"გიორგი მამარდაშვილზე პრემიერ ლიგაში ბევრს საუბრობენ" - Elgoldigital

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების და "ვალენსიის" ძირითადი შემადგენლობის მეკარის გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი დღითიდღე იმატებს ამის შესახებ სტატიას ესპანური სპორტული გამოცემა Elgoldigital აქვეყნებს.

მათი განცხადებით ქართველი მეკარის მიმართ დიდი ინტერესია ბევრი პრემიერ ლიგის გუნდიდან, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს, ეს შემოსავალი კი ვალენსიური გუნდისთვის შთამბეჭდავია და მნიშვნელოვნად დაეხმარება გუნდს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ გიორგი "ვალენსიაში" 850 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ესპანური გამოცემის განცხადებით პიტერ ლიმი (კლუბის პრეზიდენტი) გიორგი მამარდაშვილის გაყიდვას დიდი ხანია გეგმავს, მის მიმართ ინტერესს 6-ზე მეტი გუნდი იჩენს, ამას ვალენსიურ გუნდშიც ადასტურებენ. "ღამურების" უფროსობისთვის როგორც ჩანს მნიშვნელოვანი ფინანსური ზრდაა და სწორედ ეს არის ქართველი მეკარის გაყიდვის მიზეზი. Elgoldigital-ის ინფორმაციით ქართველი მეკარის სანაცვლოდ ესპანური კლუბი მინიმუმ 20 მილიონ ევროს მიიღებს.

"ვალენსიას" უკვე დაწყებული აქვს გიორგი მამარდაშვილის შემცვლელის ძებნა. ერთ-ერთი და ყველაზე რეალური ვარიანტი მაკედონელი სტოლე დიმიტრევსკია, რომელიც ამჟამად "რაიო ვალეკანოში" თამაშობს და კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს.

გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ყველაზე მეტად პრემიერ ლიგიდან არის, გუნდების ჩამონათვალი კი ასეთია: "ჩელსი", "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ნიუკასლი".

"ვალენსიას" ტექნიკურმა დირექტორმა მიგენ ანხელ კორონამ იცის, რომ ქართველი მეკარის სანაცვლოდ ინგლისური კლუბები კარგ თანხას გადაიხდიან და ესპანური გუნდი 25 მილიონი ევროს მოთხოვნას აგრძელებს.

ლონდონის "ჩელსი" "ვალენსიას" კეპა არისაბალაგას გაცვლას სთავაზობს, ესპანელი მეკარე ამჟამად მადრიდის "რეალში" თამაშობს, მაგრამ "სამეფო კლუბი" მის გამოსყიდვას არ აპირებს. ინგლისური გუნდის იდეაა, რომ მეკარეები უბრალოდ გაიცვალოს ყველანაირი თანხის გარეშე.

სხვა სტატიები