Belive

როი კინი ჰოლანდისა და გვარდიოლას დიალოგზე: ,,ეს ყველაფერი შოუსთვისაა''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ირლანდიელი ფეხბურთელი, როი კინი, ,,მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ,,მანჩესტერ სიტის'' შეხვედრის შემდეგ, პეპ გვარდიოლასა და ერლინგ ჰოლანდს შორის გამართულ დიალოგს გამოეხმაურა.

მოედნიდან გასვლისას, ესპანელი სპეციალისტი ფეხბურთელს უხსნიდა, რომ პირველ ტაიმში თავით სხვანაირად უნდა დაერტყა.

,,ეს ყველაფერი შოუსთვისაა... ამის შესახებ შეგიძლიათ, გასახდელში ისაუბროთ.

შესანიშნავი თავური დარტყმა იყო, მაგრამ არ არის საჭირო 5 წუთი მოედანზე დგომა და ამაზე საუბარი... უბრალოდ, შედით გასახდელში და ისიამოვნეთ გამარჯვებით.'' - როი კინი

პრემიერლიგის მე-10 ტურში ,,სიტიმ'' ,,იუნაიტედს'' სტუმრად 3:0 მოუგო.

ერლინგ ჰოლანდმა მატჩში დუბლი გაიფორმა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები