Belive

"რიკო ლუისი უმაღლესი დონის მოთამაშეა" - პეპ გვარდიოლა

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის პირველ ტურში "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" შეხვედრა გაიმართა. "სტემფორდ ბრიჯიდან" სამი ქულა გვარდიოლას შეგირდებმა წაიღეს. ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი რიკო ლუისი იყო. ახალგაზრდა ინგლისელმა საკმაოდ კარგი შეფასებაც მიიღო (7.1 - Flashscore-ს ვერსიით).


მატჩის დასრულების შემდეგ, გვარდიოლამ ლუისის შესახებ ისაუბრა.

რიკო ლუისი ტოპ დონის მოთამაშეა. ერთი-ერთზე დაცვაში დაუჯერებლად კარგია. ბევრი ფეხბურთელი არ მინახავს, რომელიც მის მსგავსად მოძრაობს. ის ყველაფერს კარგად აკეთებს. - განაცხადა პეპმა

შემდეგ შეხვედრას "მანჩესტერ სიტი" "იფსვიჩის" წინააღმდეგ გამართავს. ეს მატჩი 24 აგვისტოს 18:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები