Belive

"კარაბაოს თასი უმნიშვნელოა" - პეპ გვარდიოლა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ლიგის თასის (კარაბაოს თასი) ფინალში, "ჩელსისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება შედგა. გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე "ლივერპულმა" 118-ე წუთზე, ვირჯილ ვან დაიკის გოლით გაიმარჯვა (0:1) და აღნიშნულ თასს ისტორიაში მეათედ დაეუფლა.

იმ დროს, როდესაც იურგენ კლოპი და სრულიად ლივერპული ტიტულის მოგებას აღნიშნავენ, პეპ გვარდიოლამ მერსისაიდელებს ცივი შხაპი მიაღებინა. პეპი აღნიშნავს, რომ კარაბაოს თასი ყოველთვის უმნიშვნელო იყო.

ჯერ კიდევ მახსოვს, როდესაც მანჩესტერში მოვედი, ბრაიან კიდმა მითხრა: კარაბაოს თასს ყურადღება არ მიაქციო! ახალგაზრდა მოთამაშეები გამოსცადე, რადგან ეს თასი არავის აღელვებს... სერ ალექს ფერგიუსონს კარაბაოს თასი არ ადარდებდა. არ ვიცი, რა შეიცვალა უკანასკნელ წლებში. - პეპ გვარდიოლა.

სხვა სტატიები