როგორი იქნება კვარაცხელიას მომავალი რუსეთში? - მწვრთნელი ლეგიონერებს ესაუბრა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მას მერე, რაც ფიფასა და უეფას რეგულაციები ცნობილი გახდა, პირველივე დღეს შევხვდით ჩვენი გუნდის ლეგიონერებს და მათთან ერთად ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ ყველანი ერთად ვიმუშავებდით, იქამდე, ვიდრე სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს", - თქვა ლეონიდ სლუცკიმ.რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, რის გამოც დასავლურმა სამყარომ რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა, რუსულ საფეხბურთო კლუბებს და ნაკრებს ფიფასა და უეფას მხრიდან, საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა აეკრძალათ. ასევე, საერთაშორისო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციებმა რუსულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებს ხელშეკრულების ჯარიმის გარეშე გაწყვეტის ნება დართო.