ნაპოლი ისევ პირველზეა | ხვიჩამ ტორინოსთან საგოლე გადაცემა შეასრულა
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში "ტორინომ" "ნაპოლის" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ამ მოგებით ნეაპოლელებმა ჩემპიონატში პირველი ადგილი გარანტირებულად შეინარჩუნეს.
შეხვედრას თავიდან ბოლომდე ანტონიო კონტეს "ხასიათი" გასდევდა - უპირველესი მიზანი, რომ გუნდმა გოლი არ გაუშვას და შეტევაში შექმნილი მომენტის ეფექტური დასრულება. მატჩის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე სკოტ მაკტომინეიმ ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა. ამის შემდეგ, გაცილებით მარტივი გახდა თამაში კონტეს სცენარით წასულიყო. ნაპოლი კარგად იცავდა თავს და ტორინოს მომენტებს არ აქმნევინებდა, თავის მხრივ, ბრწყინვალედ ითამაშა მასპინძელთა მეკარემ, მილინკოვიჩ-სავიჩმა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოახერხა, მათ შორის, 2-ჯერ აუღო კვარაცხელიასაც.
ხვიჩამ მინდორი მე-80 წუთზე დატოვა. კონტემ ქართველის ნაცვლად დავიდ ნერეში შეიყვანა. როგორც საგოლე გადაცემის ავტორმა, კვარამ საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა (7.5 ქულა). გამოსარჩევია მისი თამაში დაცვით ასპექტებშიც.
8 დეკემბერს, ნაპოლი არმანდო მარადონაზე "ლაციოს" მიიღებს.