"როგორ თამაშობდა ჩვენი გუნდი ვერაფერი გავიგე. უტევდა თუ თავს იცავდა?" - სომეხი გულშემატკივარი
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა. პირველი გოლი 33-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, მალევე 37-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა გიორგი მიქაუტაძეზე უზუსტესი გადაცემა გააკეთა და ჟორჟმა სხვაობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიშიც გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა, მან გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ 59-ე წუთზე მატჩის ბოლო გოლი გაიტანა.
სომეხი გულშემატკივარები შედეგით ძალიან უკმაყოფილოები არიან და ამას სოციალურ ქსელშიც გამოხატავენ, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
აქ მნიშვნელოვანია, რომ ტრიბუნაზე ქართველები სომხებზე მეტი იყვნენ. სირცხვილია!!
მტკივნეულია, მაგრამ ეს რეალობაა. 2021 წელს თბილისში გამარჯვების შემდეგ ჩვენ პროგრესი არ გვქონდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა პროგრესი განიცადა და ეს არის შედეგი.
ასე შერცხვენილად და დაბნეულად თავი არასდროს მიგრძვნია, საქმე მხოლოდ თამაშს არ ეხება, სტადიონზე გადამყიდველების წყალობით ნახევარი თუ მეტი არა ქართველი იყო.
მიხარია, რომ C ლიგაში დავრჩით, B-ლიგაში რომ გადავსულიყავით, ძალიან სევდიანი დღეები გვექნებოდა და მეტში დავმარცხდებოდით. C ლიგა კი ჩვენი რეალური დონეა. დავრჩეთ C ლიგაში, დავუთმოთ ასპარეზი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებს და იქნებ წარმატებასაც მივაღწიოთ.
ამ თამაშმა აჩვენა, რომ ქართველებმა 30 წელი იმუშავეს და ევროპული ფეხბურთი შექმნეს, ჩვენ კი რუსული.
არაფერი განსაკუთრებული, ბიჭები თბილისში, მაკდონალდსში შევლენ.
როგორ თამაშობდა ჩვენი გუნდი ვერაფერი გავიგე. უტევდა თუ იცავდა? უხარისხო თამაში!
როდის გავიგებთ, რომ ფეხბურთელი არ გვყავს, თქვენ გგონიათ, რომ ფედერაციის გადადგომით არგენტინის ნაკრები გვეყოლება.
პლეი-ოფის მომდევნო და გადამწყვეტი შეხვედრა 23 მარტს თბილისში გაიმართება, მატჩის დაწყების დრო 18:00 საათია.