Belive

როგორ მოხვდა 5 თვის ლამინე იამალი მესის ხელში?

5 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

2007 წლის დეკემბერში, იმდროინდელი გაზეთის "SPORT"-ის მარკეტინგის მენეჯერის, ორიოლ კანალსის თაოსნობით, გაზეთი ამზადებდა "სოლიდარობის კალენრდების" სერიას - ეს ხდებოდა "ბარსელონას" ფონდისა და UNICEF-ის, კლუბის მაშინდელ სპონსორის მხარდაჭერით. აქცია გათვლილი იყო გაზეთ "SPORT"-ის მკითხველებისთვის, რომელშიც წლის ყოველი თვე ილუსტრირებული იყო მოთამაშის გამოსახულებით - ბავშვების თანხლებით, ეს ამ იდეის მეორე საგამომცმელო წელი იყო.

პირველი გამოცემა 2006 წელს გამოვიდა და გაზეთმა სწრაფად დაიბარა პატარა ბიჭები და გოგოები, რომლებიც ძირითადად გაზეთის თანამშრომლების შვილები ან ნათესავები იყვნენ. პატარები, ძირითადად თეთრკანიანები, რომლებსაც ნაკლებად ჰქონდათ საერთო იმ ზღაპრულ საქმესთან, რომელსაც UNICEF აკეთებდა მთელ მსოფლიოში. მეორე წელს, გაეროს ბავშვთა დაცვის სააგენტომ უკვე რამდენიმე თვე დაუთმო კატალონიელი ბავშვების არჩევას, რომლებიც მის პროექტებში მიიღებდნენ მონაწილეობას. როკაფონდაში, მატაროს უბანში, ორგანიზაციამ დაიწყო აქცია - მოეწყო გათამაშება ჩვილების მშობლებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ამ ინიციატივაში მონაწილეობით. იღბალმა ინება, რომ ხუთი თვის ბავშვის (ლამინე იამალის) მშობლებმა ხელი მოაწერეს ინიციატივას და მათი ჯერიც დადგა - დეკემბრის ერთ დღეს ისინი "კამპ ნოუზე" დაიბარეს.

სტადიონზე იამალის მშობლებს ფოტოგრაფები, ხოან მონფორტი და ორიოლ კანალესი დახვდნენ. მათ ისინი კამპ ნოუს გასახდელში წაიყვანეს, სადაც გადაღებების უმეტესი ნაწილი მიმდინარეობდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ლამინეს მშობლები ბარსას სტადიონზე შევიდნენ.

კალენდრის საილუსტრაციოდ ფეხბურთელებს კლუბის საკომუნიკაციო განყოფილება არჩევდა. შემთხვევით, იმ დღეს, როდესაც ლამინე იამალი პირველად შევიდა კამპ ნოუზე, ორგანიზაციის მიერ არჩეული ასეთი მოთამაშე ახალგაზრდა ლეო მესი იყო. არგენტინელი ამ დროს არ იყო გუნდის ვარსკვლავი, მაშინ ლამინეს მშობლებს ალბათ ერჩივნათ, შვილს ნამდვილი კერპების, რონალდინიოს, დეკუს ან ეტო'ოს გვერდით ეპოზიორა.

როდესაც ფოტოს დრო დადგა, ხოანმა აუზი აავსო და გასაახდელში ძალიან მორცხვი მესიც შემოვიდა, რომელსაც მანამდე ბავშვი არასდროს ჰყოლია ხელში აყვანილი. საქმე იოლი არ იყო, სანამ ჟანას (იამალის დედის) მიერ სახლიდან მოტანილი იხვის ჭუკი არ ჩართეს საქმეში. ამ მომენტიდან სიტუაცია განიმუხტა, ჩვილი დაწყნარდა და მონფორტმა ფოტოების გადაღება დაიწყო.

UNICEF-მა ფოტოები ინიციატივაში მონაწილე ყველა ოჯახს გაუგზავნა. გაზეთ „სპორტს“ არქივში აღმოაჩნდა ის ფოტოებიც, რომლებიც კალენდრის საილუსტრაციოდ არ შეირჩა, ასე რომ 16 წლის შემდეგ, მზის შუქი იხილა ყველა იმ სურათმა, რომელიც არავინ იცოდა, რომ დიდი ისტორიის დასაწყისი იყო.

სხვა სტატიები