ნოლიტო: "ბარსელონაში იამალთან შედარებით არაფერი ვიყავი"
20 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა - ნოლიტომ, ლამინე იამალის შესახებ ისაუბრა და საინტერესო შედარება გააკეთა.
"იამალმა დააბრუნა ქუჩის ფეხბურთი, რომელიც ბარსელონას ბოლო პერიოდში ძალიან აკლდა. მას არ აინტერესებს რომელ გუნდთან თამაშობს ან რა დონის თამაშს თამაშობს, ის მოქმედებს ისე, თითქოს სამეზობლოში ერთობოდეს.
ბარსელონაში 4 წელი გავატარე, ძირითადად მეორე გუნდში ვთამაშობდი, თუმცა პირველ გუნდთან ერთადაც რამდენიმე მატჩი ჩავატარე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე მასთან შედარებით ბარსელონაში ნეხ*ი ვიყავი..." - ნოლიტო
ნოლიტო წლების განმავლობაში შემდეგ კლუბებში თამაშობდა: "ბარსელონა B"; "ბარსელონა"; "ბენფიკა"; "გრანადა"; "სელტა"; "სიტი"; "სევილია"; "სელტა" და "იბიცა".
38 წლის ესპანელს, ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 6 გოლის გატანა შეძლო.