გარი ნევილი: "ასეთი ცუდი მანჩესტერი არასოდეს გვინახავს"
ლივერპულთან განცდილი გამანადგურებელი მარცხის (0:4) შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მცველმა, გარი ნევილმა, 'Sky Sports'-ის ეთერში გუნდის თამაში და დამოკიდებულება მკაცრად გააკრიტიკა.
ნევილის თქმით, მას არ ესმის, რატომ დააყენეს მატიას დე ლიხტი სასტარტო შემადგენლობაში ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერლიგაში 357 დღე იყო, რაც ძირითადში არ ყოფილა და დასძინა, რომ ამაზე უარესი იუნაიტედი არასდროს უნახავს.
ვეტერანმა ფეხბურთელმა მთავარი პრობლემა მოთამაშეთა უყურადღებობასა და სისუსტეში დაინახა: ეთერში მან გაოცებული გამომეტყველება მიიღო და ორჯერ შემოირტყა სახეში.
„გამოიღვიძეთ, გამოიღვიძეთ! მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობთ, თქვენ მკვდრებო." - გარი ნევილი
როი კინს ნევილის ამ პერფორმანსზე გაეცინა, თავად გარიმ კი სერიოზული ტონით განაგრძო და აღნიშნა, რომ მოედანზე თავდადებასა და ბრძოლის ჟინს ვერ ხედავს.
ნევილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ იუნაიტედმა ყველა ტურნირზე უკვე 34 გოლი გაუშვა - მეტი, ვიდრე ევროპის ტოპ-ხუთი ლიგის ნებისმიერმა სხვა გუნდმა და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას „გულგრილობა“ უწოდა, რადგან მცველების დეფიციტი ბოლო ორი-სამი წელია გრძელდება. დე ლიხტის შეცდომის შედეგად ლენი იორომ წითელი ბარათი მიიღო, რასაც დომინიკ სობოსლაის საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი მოჰყვა, რის შემდეგაც იუნაიტედს მოგების შანსი პრაქტიკულად აღარ ჰქონია. ნევილმა იორო და დიოგო დალოტიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დაცვის ხაზის ოთხივე მოთამაშე შეშინებულია და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
მიუხედავად იმისა, რომ მაურისიო პოჩეტინოს სათადარიგოთა სკამზე შეზღუდული არჩევანი ჰქონდა, ნევილს დე ლიხტის სასტარტოში გამოჩენა მაინც გაუკვირდა, რადგან თავადაც ჰქონდა გამოცდილება, თუ რამდენად რთულია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაღალ ტემპში დაბრუნება და ადაპტაცია. მისი თქმით, მსგავსი არეულობა დე ლიხტის თამაშში კომოსთან შეხვედრაშიც იგრძნობოდა.
ყოფილმა მცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ბოლო 54 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე პერიოდია - გუნდი სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და თავად ახალმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომაც, აღიარა, რომ გუნდს გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს.