Belive

როდრის შემცვლელი? მანჩესტერ სიტი აიუბ ბუადის დამატებაზე მუშაობს

4 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

„talkSPORT“-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ბუადის ტრანსფერის დასრულებასთან ახლოსაა. კლუბმა ბოლო დღეებში ლილთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესი აქვს და თუ ბოლო ეტაპზე რაიმე გართულება არ მოხდა, შეთანხმება მალე საბოლოოდ გაფორმდება.

აიუბ ბუადი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. 18 წლის მაროკოელის საკუთარ გუნდში ხილვა რამდენიმე გრანდს სურს, მათ შორის მანჩესტერ სიტის. 

ბუადის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან მიმდინარე წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, თან არაერთ შეხვედრაში. 

ლილი ბუადის სატრანსფერო ღირებულებას 85 მილიონ ფუნტად აფასებს. ახლა მთავარი საკითხია, შეძლებს თუ არა ქალაქელების სპორტული დირექტორი უგო ვიანა საბოლოო თანხის შემცირებას.

გავრცელებული ინფორმაციით ინგლისურმა კლუბმა მაროკოელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, რომელიც 2031 წლამდე იქნება ძალაში.

როგორც ცნობილია, კლუბში მიაჩნიათ, რომ ბუადის განვითარებისთვის იდეალური გარემო როდრისთან ერთად მუშაობა იქნება - ესპანელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როდრის შესაძლო წასვლაზე ბოლო პერიოდში ხშირად იწერება.

ელიტონ ანდერსონის დამატების შემდეგ ბუადის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობაც აჩენს ეჭვებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა შესაძლოა ქალაქელების რიგები დატოვოს.

სხვა სტატიები