რეალი დიომანდეს დამატებას 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს
ESPN - ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი იან დიომანდეს ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა. ახალგაზრდა 19 წლის ფეხბურთელმა, გასულ სეზონში, ბუნდესლიგაში, ბრწყინვალედ იასპარეზა. 12 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო. "სამეფო კლუბი" დიომანდეში 135 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, რაც მადრიდელთა ისტორიაში, ყველაზე ძვირი სატრანსფერო ღირებულებაა.
🚨💣 BREAKING: YAN DIOMANDE TO REAL MADRID, HERE WE GO! ⚪️✨
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 26, 2026
Agreement closed tonight with RB Leipzig for fee over €100m for the Ivorian winger.
Diomande will fly to Madrid this week for medical tests and contract signing until June 2031.
DONE. 🇨🇮 pic.twitter.com/WNtgJysivC
დიომანდეს საფეხბურთო კარიერა 2025 წელს, ესპანური ალავესის რიგებში დაიწყო. ამის შემდეგ კი მან, სულ რამდენიმე თვეში, ლაიფციგის ფორმა მოირგო. სადებიუტო სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა და გუნდს მესამე ადგილის დაკავებაშიც დაეხმარა.
დიომანდეს დამატებას, პარი სენ-ჟერმენიც აქტიურად ცდილობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც 19 წლის ფეხბურთელზე მადრიდის რეალმაც დაიწყო მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა, კოტ დ'-ივუარელის მომავალს, ბევრი უკვე "ბლანკოსს" უკავშირებს.
ამასთან ერთად, მადრიდულ კლუბში სულ უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი როდრის ტრანსფერთან დაკავშირებთაც. ESPN - ის წყაროს ცნობით, როდრის შთამბეჭდავმა თამაშმა მსოფლიო ჩემპიონატზე, რეალში, ნახევარმცველის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა. რეალმა, ამ ზაფხულს, ბრწყინვალე სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა და მარკ კუკურელია სულ რაღაც 35 მილიონ ევროდ, ხოლო იბრაჰიმა კონატე, დენზელ დუმფრისი და ბერნარდუ სილვა საერთოდ უფასოდ შეიძინა. გარდა ამ მნიშვნელოვანი შენაძენებისა, ESPN - ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს, გუნდის გაძლიერებისთვის, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვაც მოუწიოს.