მარესკამ როდრი კაპიტნის პრეტენდენტთა სიაში არ შეიყვანა
ენცო მარესკამ მანჩესტერ სიტიში კაპიტანთა და ლიდერთა ვიწრო წრე განსაზღვრა, თუმცა სიიდან როდრის ამოღებამ - ბარსელონასთან შესაძლო ტრანსფერის ფონზე, "ეტიჰადზე“ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. იტალიელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ორ ვეტერან ვარსკვლავს აქვს გარანტირებული ადგილი მის საბჭოში, რადგან კლუბი რამდენიმე საკვანძო მოთამაშის წასვლის შემდეგ ახალი ერისთვის ემზადება.
მარესკამ აღნიშნა, რომ სანამ პირველ გუნდში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, ლიდერთა ჯგუფის საბოლოო ფორმირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არ ჩქარობს. ბერნარდო სილვას რეალში ტრანსფერის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ძველი ლიდერებიდან სამკლავურის პრეტენდენტად მხოლოდ რუბენ დიაში და ერლინგ ჰოლანდი რჩებიან.
ამ მომენტისთვის მხოლოდ რუბენი და ერლინგი არიან. მინდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვას დაველოდო და კიდევ ორი წევრი ავირჩიო - განუცხადა მარესკამ ჟურნალისტებს
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდი თავისი თამაშით ბუნებრივი ლიდერია, მარესკამ ადრე იუმორით აღნიშნა, რომ ნორვეგიელისთვის მთავარი სამკლაურის გადაცემას, შესაძლოა, ერთმა ლოჯისტიკურმა დეტალმა შეუშალოს ხელი. მენეჯერს მკაცრი წესი აქვს: გოლის გატანისთანავე ის კაპიტანს გვერდით ხაზთან იძახებს, რათა სწრაფი ტაქტიკური მითითებები მისცეს - ჰოლანდი კი ხშირი გამტანია. ყველაზე რეალურ კანდიდატად რუბენ დიაში რჩება.
Man City head coach Enzo Maresca has confirmed Ruben Dias and Erling Haaland as his club captains for the time being 🚨 pic.twitter.com/ATa9ut3SW9
— Sky Sports News (@SkySportsNews) August 16, 2026