Belive

როდრიგო: "მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ვიმედოვნებ, რომ იგი ჩვენთან მოვა..."

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 23 წლის ფეხბურთელმა - როდრიგომ, "სამეფო კლუბში" კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

როდრიგომ აღნიშნა, რომ მისთვის დღეს საუკეთესო ფეხბურთელი - კილიან მბაპეა და მასთან ერთად თამაში ძალიან სურს.

"მბაპეს ჩვენს კლუბში მოსვლას სიამოვნებით ვისურვებდი. მე ყოველთვის მინდა საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაში და ის დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მასზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, სანამ ის პარიზული კლუბის ფეხბურთელია.

ბევრს ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ მბაპეს ჩვენთან თამაში სურს, ჩვენ კი მისი დამატება, შესაბამისად დრო ყველაფერს გვიჩვენებს, ნუ ვიჩქარებთ..." - როდრიგო

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე წელია, მედიაში არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ კილიან მბაპე "სამეფო კლუბის" წევრი გახდება. ამის შანსი ნამდვილად ძალიან დიდია, თუმცა ჯერჯერობით ტრანსფერზე მუშაობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია.

მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 30 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები