Belive

ანდრეს ინიესტა: "ეს დიდი ომი იქნება - შესანიშნავ ფინალს ველოდები"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა - ანდრეს ინიესტამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა.

41 წლის ინიესტამ აღნიშნა, რომ ფინალი ნერვების დიდი ომი იქნება და ნახევარდაცვით ხაზში ბევრი რამე გადაწყდება.

„სიმონე ინძაგიც და ლუის ენრიკეც, თავიანთი ფეხბურთელების თვალში სანდოები არიან, ისინი თავიანთ კლუბებში განსაკუთრებულ სამუშაოს ასრულებენ. ლუის ენრიკეს წარმატებით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის, პირველ რიგში, როგორც ფეხბურთელი და შემდეგ, როგორც მწვრთნელი, ძალიან მიყვარდა. ის ძალიან შრომისმოყვარეა, რომელიც მცირედ დეტალებზეა ორიენტირებული.

ეს ჯადოსნური მომენტია - გრძელი მოგზაურობის ბოლო ნაბიჯი, ამიტომ ის სიზმარივით, სიხარულით უნდა განიცადო. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც. ასეთ მატჩებში მონაწილეობა უნიკალურია.

ორივე გუნდში ბევრი მაღალი დონის ნახევარმცველია, რომლებმაც იციან, როგორ აკონტროლონ ტემპი. საბრძოლო მენტალიტეტი გადამწყვეტ მომენტებში ფუნდამენტური იქნება. ვფიქრობ, ეს ჩემპიონთა ლიგის შესანიშნავი ფინალი იქნება." - ანდრეს ინიესტა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ინტერს დაუპირისპირდება. მატჩი 31 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები