Belive

როდრიგო: "გული დამწყდა, მგონია, რომ 30 საუკეთესო ფეხბურთელში მოხვედრას ვიმსახურებდი..."

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' შემტევი, როდრიგო France Football-ის მიერ დასახელებულ ,,ოქროს ბურთის'' 30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდა.

ამ ფაქტის შესახებ, 23 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცოტა გულდაწყვეტილია.

"ვფიქრობ, რომ 30 საუკეთესო ფეხბურთელში მოხვედრას ვიმსახურებდი. ეს ჩემთვის ცუდი სიურპრიზი იყო, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან მე არ ვარ ის, ვინც წყვეტს მსგავს საკითხებს.

იცით რატომ დავიჩაგრე?! - იმიტომ, რომ ხშირად, მე უბრალოდ სივრცეებს ვავსებ, მარჯვნივ სივრცეა შესავსები? ჩასვით როდრიგო, ვინმე აკლია მარჯვნივ? დააყენეთ როდრიგო. ვინმე გაკლია როგორც ცხრა ნომერი? იქ იქნება როდრიგო - ეს მართლა ასეა, თუმცა ჩემი ადგილი მაინც არ მოიძებნა.

შეიძლება რაღაც-რაღაცები შემეშალოს, მაგრამ მე გუნდური მოთამაშე ვარ..." - როდრიგო

ფინალისტების დასახელების შემდეგ, ინსტაგრამის პირად გვერდზე პოსტი თავად ,,რეალის'' გარემარბმაც დადო. ბრაზილიელმა გასული სეზონის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რასაც თან სიცილისა და გაკვირვების ,,ემოჯები'' დაურთო.

2023-2024 წლების სეზონში როდრიგომ ,,სამეფო კლუბის'' მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. შემტევმა ,,რეალთან'' ერთად ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

წელს ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონია 28 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები