Belive

კასანო: "რონალდუმ მესიჯი მომწერა, სადაც მისი ყველა ტიტული და მიღწევა იყო ჩამოთვლილი"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე კვირის წინ, იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი აზრით, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ფეხბურთის თამაში არ იცოდა.

კასანომ რონალდუზე 2 წლის წინაც ისაუბრა და თქვა, რომ პორტუგალიელს კარიერა უნდა დაესრულებინა.

სულ ახლახანს კი კასანომ რონალდუს კიდევ ერთხელ დასცინა, თუმცა ეს ყველაფერი უკვე მასთან კომუნიკაციის შემდეგ გააკეთა. ამის შესახებ იტალიელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა.

"მას შემდეგ რაც რონალდუზე ვისაუბრე და ვთქვი, რომ იგი ჩემს 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ გამყავდა, მეორე დღეს +34 ნომრიდან (ესპანური ნომერი) მესიჯი მომივიდა, რომელიც რონალდუმ გამომიგზავნა.

მესიჯში კი ყველა ის ტიტული და მიღწევა ეწერა, რაც მას კარიერის განმავლობაში დაუფიქსირებია, ამ ყველაფერს კი ოდნავ მოგვიანებით ხმოვანი შეტყობინება დაამატა, რომელშიც ნათქვამია, რომ მე მას უპატივცემულოდ მოვექეცი...

არ ვიცი, ის უბრალოდ ავადმყოფია და არ აქვს ის ყველაფერი გათავისებული, რომ როდესაც ასეთი დიდი ფიგურა ხარ კრიტიკასაც უნდა შეეგუო და თუ საჭირო იქნება, ფეხებზე უნდა დაიკიდო..." - ანტონიო კასანო

კრიშტიანუს კარიერაში 904 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ,,ალ ნასრის'' მაისურით ჩატარებულ 9 მატჩში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები