Belive

როდრი კაბო ვერდეზე: "მათ თამაში არ იცოდნენ - ბევრჯერ არ გაგვიმართლა"

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი დებიუტანტის, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართა. ყველასათვის მოულოდნელად, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და კაბო ვერდემ ისტორიული ქულა მოიპოვა, თანაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის წინააღმდეგ.

მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, საყრდენმა ნახევარმცველმა - როდრიმ, მატჩი შეაფასა, სადაც გაბრაზებასა და უკმაყოფილებას ვერ მალავდა. მან მეტოქე გუნდზე არც თუ ისე კოლეგიალურად ისაუბრა, რასაც სოციალურ ქსელში უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"სამწუხაროა, რომ მუნდიალს ასე ვიწყებთ, თუმცა შემდეგ მატჩებში გაცილებით ძლიერები ვიქნებით.

არ მინდა ეს შედეგი რაიმე მხრივ გავამართლო, თუმცა დღევანდელ მატჩში ჩვენი პრობლემა უიღბლობა იყო. არ შეიძლება ამდენი რეალური მომენტის განიავება და ვერ გამოყენება, საბოლოოდ ამან ცუდი და ძალიან უარყოფითი შედეგი მოგვიტანა.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, რიგ მომენტებში მეგონა, რომ მათ თამაში არ იცოდნენ. ნახეთ ალბათ მათი მომენტები, სტატისტიკამ არ უნდა მოგატყუოთ, ისინი ძალიან უცნაურად და სუსტად თამაშობდნენ, მოედნის მეორე მხარეს არ გადასულან და ცენტრს ვერ ცდებოდნენ..." - როდრი

საერთაშორისო მედიაში, როდრის მხრიდან მეტოქის წინააღმდეგ ასეთ დაუფასებელ და უხეშ საუბარს უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა.

ასე და ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები მუნდიალს ძალიან მძიმედ და სენსაციურად იწყებენ - ესპანეთის ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს, საუდის არაბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები