Belive

ნეიმარი: "2030 წლის მუნდიალი? ჩემი დრო წავიდა"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნეიმარმა განაცხადა, რომ მისი და ნაკრების გზები საბოლოოდ გაიყარა. მისი თქმით, უკვე ბედნიერია და აღარ აპირებს "სელესალოში" დაბრუნდეს.

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი? არა, მეტი აღარ იქნება. ჩემი მომენტი „სელესაოში“ უკვე წარსულს ჩაბარდა. იქ ისტორია დავწერე, ძალიან ბედნიერი ვარ, ბევრი რამ გამოვიარე. სისხლი დავღვარე, სიცოცხლე გავწირე, ყოველთვის ვიბრძოდი ყვითელი მაისურისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს აღარ მინდა. - ამბობს ნეიმარი

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში 130 შეხვედრა გამართა და 80 გოლთან ერთად, 59 საგოლე გადაცემა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "სელესაოს" ყველა დროის ბომბარდირია.

სხვა სტატიები