კრისტოფერ დუგარი: "ალვარესი და მისი გარემოცვის წევრები იდიოტები არიან"
ფრანგმა ვეტერანმა ფეხბურთელმა და ავტორიტეტულმა საფეხბურთო ექსპერტმა - კრისტოფ დუგარიმ, ხულიან ალვარესის ირგვლივ განვითარებული სატრანსფერო საგა ხისტად შეაფასა და არგენტინელი თავდამსხმელი მკაცრად გააკრიტიკა.
დუგარის მკვეთრი განცხადება იმ მოვლენებს მოჰყვა, რაც მადრიდულ კლუბში ბოლო დღეებში ვითარდება. არგენტინელ ფორვარდს ატლეტიკოში თამაში აღარ სურს, რაც მის მოედანზე დამოკიდებულებასა და თამაშის ხარისხსაც ეტყობა.
"ხულიან ალვარესი და მისი გარემოცვა იდიოტები არიან! სულელია თუ რა ჭირს? კლუბიდან წასვლის საუკეთესო გზა ასეთი საქციელი ნამდვილად არ არის. ვერ ნახა, რა დაემართა გრიზმანს?
კვლავ მწამს, რომ თუ ფეხბურთელს წასვლა სურს, უნდა გაუშვა, მაგრამ ასევე მჯერა, რომ პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს. ეს უდიდესი შეცდომაა!" - აღნიშნა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა
სავარჯიშო პროცესის ბოიკოტი: სიტუაციამ პიკს დღეს მიაღწია - ალვარესმა ატლეტიკოს საერთო ვარჯიში გამოტოვა და გუნდთან ერთად არ ივარჯიშა, რაც კლუბიდან წასვლისკენ გადადგმული კიდევ ერთი ღია ნაბიჯია.
შესაძლო ტრანსფერი: ფეხბურთელი და მისი აგენტები აქტიურად ცდილობენ ტრანსფერის დაჩქარებას, თუმცა მადრიდელთა ხელმძღვანელობა და ფანები არგენტინელის ამგვარი ქცევით უკმაყოფილონი არიან.
როგორც ჩანს, ალვარესსა და ატლეტიკოს შორის ურთიერთობა საბოლოოდ დაიძაბა და მხარეებს შორის თანამშრომლობის გაგრძელება თითქმის შეუძლებელი ხდება.
🚨🤯 Christophe Dugarry absolutely destroys Julián Álvarez for his ongoing transfer saga:
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) August 25, 2026
🗣️ “Julián Álvarez and his entourage are idiots! 😱
Is he stupid or what? 😤
The best way to leave a club isn’t to behave like this. Didn’t you see what happened with Griezmann?
I still… pic.twitter.com/O0WlJQ1nJ1