როდრი: ,,ინტერის კარში გატანილ გოლს 5000-ჯერ ვუყურე''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, როდრიმ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ,,ინტერის'' კარში გატანილ გამარჯვების გოლზე ისაუბრა:
,,5000-ჯერ ვუყურე, ყველა ქვეყანაში და ყველა ენაზე... ესპანურად, ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად...
ვფიქრობ, ეს რაღაც განსაკუთრებულია. ასეთი მომენტებით სიამოვნების მიღება ფეხბურთის ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საყრდენი ნახევარმცველი ხარ და გგონია, რომ გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებ.
ახლა, როცა დასასვენებლად მივდივარ, ფანები ჩემზე მღერიან. ამ თვალსაზრისით ჩემი ცხოვრება შეიცვალა,'' - განაცხადა როდრიმ.
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ინტერს'' 1:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა. ერთადერთი გოლი მატჩის 68-ე წუთზე სწორედ როდრიმ გაიტანა.