Belive

მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები დღეს ბაზაზე დაიძინებენ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას თქმით, მისი გუნდის ფეხბურთელები დღევანდელ ღამეს კლუბის სავარჯიშო ბაზაზე გაატარებენ.

,,დღეს საღამოს ვივარჯიშებთ, შემდეგ კი ბაზაზე დავრჩებით და ღამეს აქ გავათენებთ.

იმედი მაქვს, რომ ჩემს ფეხბურთელებს აქ ყოფნის სურვილი აქვთ, რადგან ეს მათი სამუშაოა.'' - პეპ გვარდიოლა

,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,Etihad Campus'' სასტუმროდ 2014 წელსაც გამოიყენა. ბაზაზე 80 საძინებელი ოთახია და როგორც Daily Mail წერს, ლეიბებსა და ბალიშებზე კლუბმა 150 ათასი ფუნტი დახარჯა.

გვარდიოლას გუნდი ბოლო პერიოდში ძალიან ცუდ ფორმაშია - ,,ქალაქელებმა'' უკანასკნელი 12 შეხვედრიდან მხოლოდ 1-ის მოგება შეძლეს (9 წაგება, 2 ფრე).

,,სიტის'' მეტოქე ხვალ ,,ევერტონი'' იქნება, მატჩი 16:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები