"გვარდიოლასთან არ გვისაუბრია" - დეკუ
კატალონიური გრანდის მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობის დადგენა, ევროპული სპორტული ტაბლოიდების განხილვის მთავარი თემაა. ხავის განცხადების შემდეგ, მედიაში სპეკულაციები არ ცხრება და "ბარსელონას" რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი დაუკავშირეს.
მედიაში პეპ გვარდიოლას დაბრუნების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც დეკუ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პეპს სხვა კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი - შესაბამისად, მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა კვლავ გაურკვეველია.
ამ დროისთვის არავის ვესაუბრებით. პეპ გვარდიოლას სხვა კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი და მის შესახებ არაფერს ვიტყვი - ეს იქნება "მანჩესტერ სიტის" უპატივცემულობა. - დეკუ.
🔵🔴 Barça director Deco on Guardiola's return: "We are not speaking to any manager, really. Zero talks".
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 8, 2024
"Pep Guardiola is under contract with another club, I’d never speak about him - it’d be disrespectful for Man City", told @esport3. pic.twitter.com/YgcH36akCj
შეგახსენებთ, 2008-12 წლებში, გვარდიოლა კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა და "ბლაუგრანას" ტრიუმფალური სვლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ. პეპის მეთაურობით "ბარსელონამ" ლა ლიგის 3 და ჩემპიონთა ლიგის 2 ტიტული მოიგო.