როდრი: "იმედი მაქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩემს ისტორიას მაგალითად აიღებენ"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა და „ოქროს ბურთის“ მფლობელმა, როდრიმ, ტრიუმფალური ტურნირის შემდეგ საკუთარ მძიმე ტრავმასა და მოედანზე დიდებულ დაბრუნებაზე ისაუბრა.
ესპანელმა ნახევარმცველმა იმედი გამოთქვა, რომ მისი რთული გზა მომავალი თაობებისთვის მოტივაციის წყარო გახდება.
„იმედი მაქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩემს ისტორიას მაგალითად აიღებენ: მაშინაც კი, როცა შენი კარიერა დაღმა მიდის, უკან დაბრუნება ყოველთვის შესაძლებელია.
ძალიან ბევრი რთული პერიოდი მქონდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოქროს ბურთი მოვიგე, მძმე ტრავმა გადავიტანე, თუმცა მიხარია, რომ ასეთ დიდ შეჯიბრზე კვლავ კარგად გამოვიჩინე თავი." - როდრი
ამ სიტყვებით როდრიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არა მხოლოდ მოედანზეა ნამდვილი ლიდერი, არამედ მის ფარგლებს გარეთაც პროფესიონალიზმისა და მებრძოლ ხასიათს წარმოადგენს, რომელმაც უმძიმესი გამოწვევა კარიერის მთავარ მწვერვალად აქცია.
როდრი ევროპის ჩემპიონთან ერთად, ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.