Belive

როდრი: "ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არ არის"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას ახალწვეულმა, როდრიმ, სულ ცოტა ხნის წინ, Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში კატალონიური კლუბის ჩემპიონთალიგურ შანსებზე ისაუბრა და თქვა, რომ გუნდი, ტიტულის მოსაგებად, ჯერ მზად არ არის. მისი თქმით, კლუბს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ, ლა ლიგის ბოლო ორი სეზონი მოიგო, ჰანსი ფლიკის შეგირდებმა, შიდა ასპარეზზე მოპოვებული დომინირება, ევროპის მთავარ სცენაზე ვერ გადაიტანა.

მართალია, ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი მთავარი მიზანია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ. უნდა გავითვალისწინოთ, საიდან მოვდივართ და რა არის საჭირო ჩემპიონობისთვის. ამ გუნდს ჯერ კიდევ რამდენიმე კომპონენტის დახვეწა ჭირდება, რათა ეს ტურნირი მოიგოს.

ჩემპიონთა ლიგა მომენტების ტურნირია. მნიშვნელოვანია, როგორ გაიგებ და გამოიყენებ ამ მომენტებს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც გუნდს მოსამატებელი აქვს და მე სწორედ ამიტომ მოვედი აქ. - როდრი

ბარსელონამ, ბოლოს, ჩემპიონთა ლიგა, თერთმეტი წლის წინ, 2015 წელს მოიგო. ამის შემდეგ, კატალონიელთათვის, ყველაზე შორი ფაზა, ნახევარფინალური ეტაპი იყო 2019 და 2025 წლებში, სადაც გუნდი ლივერპულისა და ინტერის წინააღმდეგ დამარცხდა. ამ მარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, დაცვაში არასტაბილური თამაში იყო. როდრიმ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მცირე დეტალების მართვა არის გადამწყვეტი, თუ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

სხვა სტატიები