Belive

როდის შედგება კილიან მბაპეს დებიუტი მადრიდის რეალში?

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალმა'' კილიან მბაპეს ტრანსფერი დაადასტურა. ახლა ჩნდება კითხვა, როდის შედგება ფრანგი სუპერვარსკვლავის დებიუტი ესპანურ გრანდში?

როგორც მარკა წერს, კილიანის მადრიდული დებიუტი ევრო 2024-ზე საფრანგეთის ნაკრების ასპარეზობაზე იქნება დამოკიდებული. ,,რეალის'' ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავლენ, გუნდს ამერიკულ ტურნეში (31 ივლისი, 6 აგვისტო) ვერ დაეხმარებიან.

ამიტომ, ,,მამლების'' წარმატებული თამაშის შემთხვევაში, მეტადსავარაუდოა, რომ მბაპესთვის ,,სამეფო კლუბის'' მაისურით ჩატარებული პირველი მატჩი ევროპის სუპერთასი იქნება, სადაც ,,რეალის'' მეტოქე ბერგამოს ,,ატალანტაა''. ფინალური შეხვედრა 14 აგვისტოს, ვარშავაშია ჩანიშნული.

მარკა იმასაც იტყობინება, რომ ,,ბერნაბეუზე'' კილიანის პრეზენტაციის სავარაუდო თარიღი 15 ან 16 ივლისია.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, რომელმაც გასული სეზონის დასრულების შემდეგ ,,პარი სენ ჟერმენი'' დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა, ,,რეალთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თავდამსხმელი ,,რეალში'' 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. როგორც Le Parisien წერს, უკვე გადაწყვეტილია, რომ ერთი სეზონის შემდეგ, როცა ,,რეალს'' ლუკა მოდრიჩი დატოვებს, მბაპე ნომერს შეიცვლის და 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

სხვა სტატიები