ანჩელოტი: ,,ვინისიუსი ჩვენსავით მოწყენილია, მაგრამ არა ოქროს ბურთის გამო''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, ,,მილანთან'' მატჩის წინ, ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალსა და ვინისიუს ჟუნიორზე ჰკითხეს:
,,ყველაფერი რიგზეა... მას ესმის, რაც მოხდა. საბედნიეროდ, შაბათს არ გვითამაშია და ვინისიუსმა კარგად ივარჯიშა, როგორც, ყველამ.
ვინი ჩვენსავით მოწყენილია, მაგრამ არა ოქროს ბურთის გამო, არამედ იმიტომ, რომ ვალენსიაში არსებულ სიტუაციას ხედავს.'' - კარლო ანჩელოტი
ესპანეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უვრო გაიზარდოს.
წელს ,,ოქროს ბურთი'' ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველს, როდრის გადაეცა. 28 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.
როდრის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში ვინისიუს ჟუნიორი და ჯუდ ბელინგემი იყვნენ.
⚠️🇧🇷 Ancelotti: “Vinicius Jr is sad but not because of the Ballon d’Or…”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 4, 2024
“He is sad because of what's happening in Valencia”. pic.twitter.com/tIjGsMY0IF