Belive

კილიან მბაპე: "დღეს ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდის თავდამსხმელი, კილიან მბაპე, იძულებული გახდა, საფრანგეთის ნაკრებიდან ნაადრევად დაბრუნებულიყო მადრიდში. ტერფის ტრავმა დაადასტურა საფრანგეთის ნაკრებმაც, რის გამოც მან შეკრება დატოვა.

მადრიდში დაბრუნების შემდეგ, მბაპესთან ინტერვიუ ჩაწერეს, სადაც მან საფრანგეთის ნაკრებსა და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ნაკრების შეკრების დატოვება იძულებითი ტრავმის გამო მომიწია. სერიოზული არაფერია, თუმცა ექიმებმა ვერ გარისკეს ჩემთვის თამაშის უფლების მოცემა და ამის გამო, იძულებულები გავხდით უკან დავბრუნებულიყავი.

წინ მსოფლიო ჩემპიონატია, თუმცა იქამდე დიდი დროა. ჩვენ გვინდა, რომ ბევრად უკეთეს ნაკრებად ვიქცეთ და მსოფლიომდე იდეალურ ფორმაში შევიდეთ.

მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ესპანეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ბევრი მოთამაშეა, რომელმაც არ იცის, რა არის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში - ჩემთვის, ამჟამად ისინი ევროპის საუკეთესო გუნდი არიან, რადგან მათ ევრო ძალიან კარგი და ხარისხიანი ფეხბურთით მოიგეს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებულია და ყველა გუნდს სურს მოგება.

ყველა ესპანეთს უყურებს და მათ თვლის ფავორიტად, ვნახოთ, რას იზამენ. იმედი მაქვს, რომ კარგად ვერ ითამაშებენ და ჩვენ მოვიგებთ“. - კილიან მბაპე

მბაპეს ახალი პრობლემის სიმძიმე ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ თავდამსხმელის მონაწილეობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა რეალის მომავალ თამაშებში: ლა ლიგაში, ხეტაფესთან - 19 ოქტომბერს და ჩემპიონთა ლიგაზე, იუვენტუსთან - 22 ოქტომბერს.

იტალიური გიგანტის ვიზიტს 26 ოქტომბერს „ელ კლასიკო“ მოჰყვება და ამჟამად არ არსებობს გარანტია, რომ მბაპე ბარსელონასთან ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზად იქნება.

სხვა სტატიები