Belive

რობი სევიჯმა ირანთან მარცხის შემდეგ, უელსის ნაკრები გააკრიტიკა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღევანდელი სათამაშო დღე მსოფლიო ჩემპიონატზე ირანისა და უელსის დაპირისპირებით დაიწყო, სადაც ამ უკანასკნელმა შეხვედრა 2:0 დათმო. მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ აზიელებმა შეძლეს და მეტოქეს ბოლო წუთებში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ ირანისათვის ეს გამარჯვება, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიაში, მესამე იყო.

ბრიტანელების მარცხს უელსის ნაკრების ყოფილი მოთამაშე რობი სევიჯი გამოეხმაურა:

მე ახლაც შემიძლია ირანის ნაკრების დამარცხება. ეს ხომ ირანია. ძალიან სამარცხვინოა. ინგლისთან თამაშის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ირანელები ყველასთან წააგებდნენ.

მატჩის შემდეგ, კომენტარი გუნდის კაპიტანმა გარეთ ბეილმაც გააკეთა:

"ჩვენ განადგურებულები ვართ. არც კი ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე. ბოლო წამამდე ვიბრძოდით და ეს შედეგი ჩვენთვის მოულოდნელია, მაგრამ მალე უნდა დავივიწყოთ ეს ყველაფერი და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადოთ." - განუცხადა BBC-ს გარეთ ბეილმა.

ამ მარცხით უელსმა საქმე ძალიან გაირთულა. ამჟამად ისინი B ჯგუფში ერთ ქულით ბოლო ადგილს იკავებენ. შემდეგი შეხვედრა პეიჯის გუნდს, ჯგუფის ლიდერ ინგლისთან ელის და იმისათვის, რომ პლეი-ოფში ითამაშონ ამ შეხვედრაში სამი ქულა სჭირდებათ.

სხვა სტატიები