Belive

დე პაული: "მესი მისი შვილის დაბადების დღეზე არ წავიდა და ნაკრებთან ერთად დარჩა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა - როდრიგო დე პაულიმ, ლეო მესიზე ისაუბრა, რომელმაც ბოლივიასთან გამართული მატჩი გამოტოვა. 

არგენტინელი ნახევარმცველის თქმით, მან კიდევ ერთხელ დაინახა, თუ როგორ უყვარს მესის არგენტინის ნაკრები და მისი საფეხბურთო გარემო. 

"მესი ყოველ წელს, მისი შვილების დაბადების დღეზე სახლში მიდის ხოლმე. ამის უფლება აქვს ყველასგან აღებული და რაც არ უნდა ხდებოდეს, თუ თვითონ გადაწყვეტს მისი შვილების დაბადების დღეზე სამშობლოში ჩადის.

ჩვენ ამ დროს თამაში ბოლივიასთან გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სათამაშოდ მზად არ აღმოჩნდა და ბოლივიის ნაკრებთან არ ითამაშა, ჩვენ, ბიჭები შეკრებიდან არ დაგვტოვა და ნაკრებთან ერთად დარჩა. ეს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც მესი მისი შვილი მატეოს დაბადების დღეზე არ წავიდა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ნაკრების შეკრება არ დაეტოვებინა.

ახლა უფრო კარგად დავინახე და გავიაზრე, თუ როგორ უყვარს მესის ეროვნულ ნაკრებში თამაში და ჩვენთან ერთად შეკრებაზე ყოფნა - სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი და ფორმულა..." - როდრიგო დე პაული

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში არგენტინამ ბოლივიას სტუმრად 3:0 მოუგო.

სკალონის გუნდი 2 ტურის შემდეგ 6 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა.

,,ალბისელესტე'' მომავალ მატჩს 13 ოქტომბერს, პარაგვაის წინააღმდეგ გამართვს.

სხვა სტატიები