რობერტსონი: "50 000 გულშემატკივარის წინაშე უდიდესი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.."
შოტლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - ენდი რობერტსონმა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი აკლია და საქართველოს ნაკრებთან მოგება მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება ევროპის ჩემპიონატისკენ.
"ოთხ თამაშში 12 ქულა განსაკუთრებული იქნება და ეს გვაძლევს უდიდეს მოტივაციას იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრები დავამარცხოთ და ევროპის ჩემპიონატისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგათ.
მაგრამ, თუ ჩვენ ვერ მოვიგებთ, საქმე ისევ ძალიან გაგვირთულდება და წინ ცუდად დაგვხვდება, რადგან საქართველოს ნაკრები მშვენივრად გამოიყურება და ისინი განაგრძობენ ქულების დაგროვებას.
ურთულეს მატჩს ველით, თუმცა მთელი შოტლანდია, ჩვენ ფეხბურთელები და მთელი სამწვრთნელო შტაბი ხვალინდელი მატჩისთვის არის მოტივირებული. ჩვენ ძალიან დიდი მოტივაცია გვაქვს, რადგან ურთულეს თამაშში მოვუგეთ ნორვეგიას და ესპანეთს.
საქართველოს წინააღმდეგ 50 000 გულშემატკივარს ველოდებით, ეს უფრო დიდ ძალასა და მოტივაციას გვაძლევს. როდესაც მოედნიდან ხედავ, რომ 50 000 გულშემატკივარი შენს ჰიმნს მღერის და ყველა მომენტში შენს გვერდზე დგას, რთულია მათთვის არ ითამაშო.
კვარაცხელიას წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში უკვე ვითამაშე, ის ძალიან ჭკვიანი და სახიფათო მოთამაშეა. უნდა ვიზრუნოთ, რომ იგი შევაჩეროთ..."
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე, უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და ჯგუფში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მოგებას შეეცდება.