Belive

"ეს მოგება თავდაჯერებულობის თვალსაზრისით ჩვენთვის ბევრს ნიშნავს" - ვილი სანიოლი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-მდე ერთი ამხანაგური შეხვედრა მონტენეგროსთან გამართა, სადაც 1:3 გამარჯვების მოპოვება შეძლო.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ყოველთვის სასიამოვნოა მოგება. ეს ტრიუმფი შემდეგი მატჩების წინ თავდაჯერებულობის თვალსაზრისით ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. დავინახეთ, რომ ფიზიკურად ჯერ მზად არ ვართ, მეორე ტაიმი რთული გამოდგა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატამდე ცხრა დღე გვაქვს დარჩენილი, რომელიც გერმანიაში უნდა ვითამაშოთ, ამისთვის კი სრულად მოვემზადებით. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

შეგახსენებთ, მატჩში პირველი გოლი ოთარ კიტეიშვილმა მე-10 წუთზე გაიტანა, საგოლე გადაცემა გიორგი გველესიანმა გააკეთა. გიორგი მიქაუტაძემ მეორე გოლი გაიტანა და ჩვენი ნაკრების სხვაობა ორამდე გაზარდა, მან გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. 66-ე წუთზე მონტენეგროელთა რიგებიდან სხვაობა სტევან იოვეტიჩმა შეამცირა. მესამე გოლის ეპიზოდში 84-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და მომენტი ბუდუმ გოლად გარდაქმნა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

სხვა სტატიები