რობერტ ლევანდოვსკიმ ბარსელონას რეკორდი დაამყარა
,,ნაპოლისა'' და ,,ბარსელონას'' შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მატჩში ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელიც 35 წლისა და 184 დღის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ლიგის პლეი-ოფში კატალონიური გუნდის მაისურით გაუტანია.
პოლონელმა თავდამსხმელმა ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 2021 წლის მარტში, ,,პარი სენ ჟერმენთან'' მერვედფინალურ მატჩში, თავი 33 წლისა და 259 დღის ასაკში გამოიჩინა.
,,ბარსელონასა'' და ,,ნაპოლის'' შორის საპასუხო მატჩი 13 მარტს, კატალონიაში გაიმართება.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ,,ბლაუგრანას'' მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 18 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
1 - Robert Lewandowski (35 years, 184 days) has become the oldest goalscorer for Barcelona in a Champions League knockout game, surpassing Lionel Messi's previous record (33 years, 259 days against PSG in March 2021, also in the last 16). Experience. pic.twitter.com/VAgxKxjzGK
— OptaJose (@OptaJose) February 21, 2024