Belive

პედრი ბარსელონას მალე დაუბრუნდება

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კარგი ამბავი პედრისთვის და შესაბამისად, "ბარსელონასთვისაც". ახალგაზრდა კანარიელი თავდამსხმელი, ხუთშაბათის სესიაზე ბალახზე პირველად დადგა და მისი დაბრუნება სათამაშო მოედნებზე ცოტა უფრო ახლოსაა. თუმცა, ის მაინც არ შეუერთდა ჯგუფურ წვრთნებს და არ დასახელებულა კონკრეტული თარიღი, როცა ხავისთვის ფეხბურთელი ხელმისაწვდომი იქნება. აშკარაა, რომ პედრის გამოჯანმრთელების პროცესი ნავარაუდევზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

პედრიმ მარჯვენა ბარძაყის ტრავმა სან მამესში, "ატლეტიკთან" მატჩის დროს, 3 მარტს გამართულ ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩში მიიღო. ესპანელი ფეხბურთელი შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე უნდა შეცვალეს, მან მოედანი თვაკცრემლიანმა დატოვა, რადგან ხშირი ტრავმები მის კარიერაზე უარყოფითად მოქმედებს.

მიმდინარე სეზონში, პედრიმ სხვადასხვა დისკომფორტის გამო 23 თამაში გამოტოვა.

ძნელია შეჩერება და შემდეგ თავიდან დაწყება, როცა ადამიანი ამდენ ძალისხმევისა და მუშაობას დებს. ასეც რომ იყოს, ეჭვი არ შეგეპაროს, რომ უმწეობის ცრემლები მალევე შეიცვლება ბედნიერებით - ასე გაამხნევა ბარსელონამ პედრი, ატლეტიკთან თამაშის შემდეგ

ბარსელონას "ლას პალმასთან", შაბათს მონჟუიკზე, ფრენკი დე იონგი, გავი და ბალდეც დააკლდებიან. არაუხოსა და კრისტენსენის თამაში სერიოზულ ეჭვებს ბადებს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ტრავმირებულთა სიაში ახლები კანსელო და ფერან ტორესი იქნებიან.

ლევანდოვსკი და კუნდე, რომლებმაც თავიანთ ეროვნულ ნაკრებებთან მატჩებში, ბარძაყსა და კოჭზე დაზიანებები მიიღეს, ლა ლიგის 30-ე მატჩში, ხავის განკარგულებაში იქნებიან.

სხვა სტატიები